გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ მილერი: NGO-ები უზომოდ მდიდრდებიან, ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები - ეს სამარცხვინოა

13-12-2025

პოლიტიკურ საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, სტივენ მილერმა, Fox News-ის ეთერში, სომალიში სავარაუდო თაღლითობის სკანდალი შეაფასა, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყოს.


მილერის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ლტოლვილთა იმპერიის შესახებ სიმართლეს ფარდა ახადა.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მილიარდობით დოლარით დაფინანსებას, რომლებიც ლტოლვილების აშშ-ში ჩამოყვანას, მათთვის მოქალაქეობის მიღებას და სოციალური დახმარების ყველა პროგრამაში ჩართვას უზრუნველყოფენ.


ტრამპის მრჩეველმა, ამ ორგანიზაციების მიერ დაგროვენული დიდძალი ქონება და მათი ქმედება შეაფასა როგორც „საშინელება და სამარცხვინო“.


„პრეზიდენტმა ტრამპმა ლტოლვილთა ე.წ. ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანა. ისტორიულად, აშშ-ის მთავრობამ ბაიდენის დროს, უკიდურესობამდე მიიყვანა ეს საკითხი, რადგან მილიარდობით დოლარს ურიგებდა გრანტების სახით მესამე სექტორის ჯგუფებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობენ სახელმწიფო დეპარტამენტთან, რათა იპოვონ უღარიბესი მოსახლეობა მსოფლიოს ყველაზე დისფუნქციური ადგილებიდან და გადაასახლონ ისინი ამერიკის პატარა ქალაქებში. ისინი, როგორც წესი, ეძებენ სოფლის მსგავს თემებს სრული ტრანსფორმაციისთვის. ისინი სახლდებიან ოჰაიოს და მენის პატარა ქალაქებში, ხოლო ცენტრალური პროექტი მინეაპოლისსა და სენტ-პოლში, მინესოტაში ხორციელდება.


ეს არაკომერციული ორგანიზაციები უზომოდ მდიდრდებიან. ისინი დიდ ქონებას აგროვებენ. ისინი ხდებიან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი არაკომერციული ორგანიზაციები, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს და მათი საქმეა ლტოლვილების აქ გადმოყვანა, მოქალაქეობის მიღებაში დახმარება და იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი ჩაერთონ სოციალური დახმარების ყველა პროგრამაში. ეს საშინელება და სამარცხვინოა. პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ლტოლვილთა ყველა განსახლება“, - განაცხადა სტეფან მილერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031