10-01-2019
ზუგდიდში, "McDonald"s-ის შენობიდან თოვლის ბაბუა მოიპარეს. საახალწლო აქსესუარი დაახლოებით 60 ლარამდე ღირებულებისაა. ქურდობის შემთხვევა შენობაში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ბესიკ ხარძიანია დაკავებული.
უწყების ცნობთ, საქმე 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა.