11-01-2019
აზერბაიჯანული გამოცემის, «Азербайджанские известия»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში, რუსეთში და აზერბაიჯანში გრიპის ვირუსის სახეობის - H1N1-ის გავრცელებას და დაავადებულთა სიკვდილიანობის სტატისტიკას. მასში გადმოცემულია „ღორის გრიპის“ ისტორია (პირველად გამოიკვლია ამერიკელმა მეცნიერმა რიჩარდ შოუპმა 1931 წელს), სიმპტომები და ა.შ.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სამირა ქიაზიმოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„საქართველოში გრიპით ათზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ასობით ავადმყოფი მკურნალობს, საავადმყოფოები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასული. „ღორის გრიპი“ დააბიჯებს კიდევ ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში - რუსეთშიც: ნოვოსიბირსკის, სამარის, ლიპეცკის, ულიანოვსკის ოლქებში...
მეზობლებში დაავადების „აფეთქების“ გამო, განსაკუთრებით კი საქართველოში, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა პრევენტიული ზომები მიეღო. უკვე მომზადებულია სპეციალური პალატები სავარაუდო ავადმყოფებისათვის როგორც ბაქოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (სასუნთქი გზების დაავადების სპეციალობით), ასევე რიგ საავადმყოფოებში. ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის ცენტრის თანამშრომლები ყველა საეჭვო შემთხვევას ამოწმებენ. იგივე ხდება რეგიონებშიც. ამჯამად გამოვლენილია 867 ავადმყოფი, მაგრამ არცერთს H1N1 არ აღმოაჩნდა. საქართველოდან ინფექციის „შემოტანის“ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღო „აზერბაიჯანის რკინიგზებმაც“: ყველა მოძრავ შემადგენლობას, რომლებიც აზერბაიჯანში საქართველოდან შემოდის, სრული დეზინფექცია უტარდება“.