15-01-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, რჩეულიშვილის, გარდაბნის, თელეთის, კრწანისის, აბაშიძის, იმედაძის, ლიბანის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის „ა“, I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე სოფელი შინდისის მაცხოვრებლები.