გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი გაგრძელდება

16-01-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი გაგრძელდება, თუმცა, ეს ტარიფზე არ აისახება. ეს განცხადება ნათია თურნავამ „რადიო კომერსანტთან“ ინტერვიუში გააკეთა.


როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიკაციის პროცესი - უკვე გაზიფიცირებულია ქვეყნის 84%, თუმცა, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მაღალმთიან რეგიონებს. „ჩვენი ვალია, რომ მოხდეს ამ რეგიონების გაზიფიცირება, თუ დიდ ქალაქებში გაზიფიკაცია მომგებიანი ბიზნესია, მაღალმთიან რეგიონებში საპირისპირო სიტუაციაა. ამის მიუხედავად, უახლოეს 3 წელიწადში მოვიცავთ მთელ საქართველოს, ეს პოლიტიკური და სოციალური თემაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მთავრობას აქვს ქვეყნის გაზიფიკაციის 3-წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, რომლებსაც ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მისი თქმით, ხელისუფლება, კერძოდ, გაზის ტრანსპორტირების კომპანია ააშენებს საჭირო ინფრასტრუქტურას, შესაბამისი ხარჯები იქნება გაწეული, თუმცა, წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ეს აქტივები კომპანია „სოკარ“-ს პრივატიზაციით კი არ გადაეცემა (რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივი აირის ტარიფში აისახება), არამედ სახელმწიფო გაწევს ხარჯებს და ამ აქტივსაც მის საკუთრებაში დაიტოვებს.


„საბოლოოდ ეს აქტივები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გახდება და მის განვითარებას მოხმარდება. უბრალოდ, ოპერირებაში გადავცემთ ლიცენზიანტებს, იქნება ეს „სოკარი“ თუ სხვა კომპანია. შესაბამისად, ჩვენ მოვნახეთ გზა, რომ ეს ინვესტიცია ბუნებრივი აირის ტარიფზე არი აისახოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031