გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მერაბ ალექსიძის, ზაქარიაძის, დოლიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 14 საათიდან 16 საათამდე სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის "ნატბეურების" დასახლების, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ნოზაძის, ეგრისის, სარიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ყუშიტაშვილის, ნიჟარაძის, შალიკაშვილის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე, 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ჯანაშიას ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930