გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

16-01-2019

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ყველა მიმართულებით და ამას მივესალმებით, მაგრამ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ზურგს უკან არ უნდა დაგვრჩეს ჩვენი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.


მისი თქმით, არსებობს დიდი ალბათობა და მაღალი საშიშროება რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება.


"მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, უკრაინამ, როდესაც ეს მის პრაგმატულ ინტერესში შედიოდა ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე მიიღო. მე ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას. მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიები არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და პერსპექტივის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მატარებელია. ამიტომ, ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა თავის განცხადებაში ამ საფრთხეს თვალი უნდა გაუსწოროს“-აღნიშნა ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930