გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაშვილის კლინიკის დირექტორი: აფეთქებისას დაშავებული 3-4 წლის გოგონას მდგომარეობა შედარებით მძიმეა

16-01-2019

იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
დანარჩენ ორ ბავშვს კი სხეულის შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.


„კლინიკაში სამი პაციენტია შემოყვანილი. ერთის, 3-4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას თავის ქალის დაზიანება აღენიშნება, თუმცა კომპიუტერული გამოკვლევის შემდეგ გამოირკვა, რომ დაზიანება მძიმე არ არის. ნეიროქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. ახლა ჭრილობის დამუშავება მიმდინარეობს.


რაც შეეხება დანარჩენ ორი ბავშვს, ისინი და-ძმანი არიან და ამ დროისთვის ემერჯენსში იმყოფებიან. მათ ზედაპირული ჭრილობები აქვთ და შესაბამისად, მდგომარეობა მძიმე არ არის. კიდევ ერთი ბავშვის შემოყვანას ველოდებით, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა. ერთადერთი, რაც მის შესახებ ვიცით, ის აპარატით სუნთქვაზეა“, - განაცხადა ჩხაიძემ.


ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031