გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სერგეენკო: დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

17-01-2019

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ექვსი მოზარდიდან, ხუთი დღეს დილით გაეწერა, რადგან მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდათ.


კლინიკაში ამ დრომდე ერთი პაციენტი რჩება, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.


როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პაციენტს ყველა საჭირო დახმარება და კვლევა მიღებული აქვს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში დარჩება.


„იაშვილის კლინიკაში გუშინ შემოვიდა ექვსი ადამიანი, აქედან ხუთი დღეს დილით გაეწერა, რადგან მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

მკურნალობას განაგრძობს ერთი პაციენტი, მას ჭრილობა ჰქონდა და ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ახლა ბავშვი სტაბილურად არის. მას ყველა საჭირო დახმარება და კვლევა მიღებული აქვს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში დარჩება“-განაცხადა სერგეენკომ.


დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031