გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია წულაია: თბილისის მერის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დიღმის ტრაგედიის გამოყენება ყოველგვარ ზღვარს სცდება

18-01-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას განცხადებით, კახა კალაძის მიმართ ბრძოლაში დიდი დიღმის ტრაგედიის გამოყენება ყოველგვარ ზღვარს სცდება.


„კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო დაზარალებულ ოჯახებს!

გასაგებია, რომ კახა კალაძის თავდაუზოგავი შრომა და წარმატებული საქმიანობა თბილისის მერის პოსტზე ბევრ მარგინალ პოლიტიკოსს თუ ექსპერტს არ მოსწონს, მაგრამ დიდი დიღმის უდიდესი ტრაგედიის მერის და მერიის დისკრედიტაციისთვის გამოყენება ყოველგვარ მორალურ ზღვარს ცდება!

თუმცა აღნიშნულმა ხალხმა კარგად იცის, რომ:


1. მერიის უფლებამოსილების ფარგლებს ცილდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს გაზის ქსელის გამართულობის შემოწმება და ეს სულ სხვა ორგანოების კომპეტენციაა;


2. ის, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიუღებლად ხალხის შესახლების შესაძლებლობა 2009 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული კანონით გახდა შესაძლებელი (მიუხედავად იმისა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღება არანაირ კავშირში არ არის ამ ტრაგედიასთან);


3. სწორედ კახა კალაძეა ის მერი, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში პარლამენტთან ერთად მნიშვნელოვნად გაამკაცრა სამშენებლო და სამშენებლო უსაფრხოების შესახებ კანონმდებლობა და რამდენჯერმე გაზარდა ჯარიმები დარღვევებზე.


თუმცა ეს არის ასეთი ხალხის წარუმატებელი მცდელობა პილიტიკურ ოპონენტს ბრალი დასდონ ყოველგვარი ზნეობრივი წესების გადაბიჯებით.

რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი და გასამკაცრებელი როგორც თბილისში ისე მთელს საქართველოში, რომ სამომავლოდ ასეთი საშინელი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან, რასაც თბილისის მერია და ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს“-აცხადებს წულაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031