18-01-2019
იმ 7 ევროპულ ქვეყანას შორის, სადაც წითელას შემთხვევები წელს ყველაზე მეტად გაიზარდა, საქართველო მესამე ადგილზეა. ამ დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა სერბეთში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის უკრაინა.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სერბეთს ჰქონდა, იქ 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო საქართველოში -2. ეს 2018 წლის მონაცემებია. გასულ წელს საქართველოში წითელას 1400 შემთხვევა გამოვლინდა.
2019 წლის იანვრისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა.
პირველი იანვრიდან 17 იანვრამდე, სულ რაღაც 17 დღესი საქართველოში წითელას 312 შემთხვევა აღირიცხა.
“ძირითადად, წითელამ მოიცვა 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ინფიცირებულთა შორის დაახლოებით 56-58% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, ინფიცირებულთა 8% არის 0-დან 1 წლამდე, 14% კი – 1-დან 5 წლამდე კი ” – ამბობსდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.
და ეს მონაცემები მზარდია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი კვლავ არ არის. ერთადერთი, რასაც წითელას შეჩერება შეუძლია, სწორედ აუცრელი ადამიანების ვაქცინაციაა.
ცივილიზებულ სამყაროში წითელა დიდი ხანია მართვად ვირუსულ ინფექციად იქცა. მაგრამ რატომ ვერ ამარცხებს მას საქართველო?