18-01-2019
დიღომში, ორი დრის წინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც ოთხი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი პირია დაკავებული.
ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწეყების წინ განაცხადა.
პრემიერმა ტრადიციული პრესკონფერენცია სამძიმრით დაიწყო.
„მე ტრაგედიის დღესვე დავავალე შესაბამის უწყებებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მოკლე დროში წარმართულიყო და როგორც რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, აღნიშნულ საქმეზე ორი პირია დაკავებული. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ყველა დამნაშავე პირი აუცილებლად დაისჯება“-განაცხადა პრემიერმა.