გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში ბუნებრივი აირით მოწამლული გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

21-01-2019

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის გოგონა მოიწამლა.

შემთხვევა რუსთავში მეჩვიდმეტე რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

მოწამლულთაგან ორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხოლო ექიმის ცნობით, ბავშვსაც რამდენიმე საათში გაწერენ.


წინასწარი ინფორმაციით ინტოქსიკაცია ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულმა გაზგამათბობელმა გამოიწვია.


„ბავშვი წამიერად გაითიშა. დადგინდა, რომ ეს იყო ნახშირჟანგის ტოქსიური ეფექტი. ჩაუტარდა დეზიტოქსიკაციური ტოქსიგენოთერაპია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გაეწერება რამოდენიმე საათში, მის სიცოცხლეს საქმე არ ემუქრება“-განავხადა მკურნალმა ექიმმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031