გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
პასკალ მენიე- იმედი გვაქვს არ მოგვიწევს სავიზო რეჟიმის მიღება

22-01-2019

იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ,- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ელჩის თქმით, აღნიშნული უფლება ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებისთვის მოქმედებს.


„რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ.

გარკვეული პერიოდის წინ გერმანიამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, საფრანგეთმა კი რამდენიმე კვირის წინ. ეს ძირითადად, ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ და სურთ, რომ დასაწყისში, პროფესიული გამოცდილება მიიღონ.

ეს იქნება ერთწლიანი პერიოდით. შეთანხმება ასევე ეხება გარკვეული პროფესიებისა და კატეგორიების მქონე ადამიანებს, რომელთათვისაც ჩვენ შევძლებთ ვიზების გაცემას.

ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ საფრანგეთს სურს, საქართველოსთან ჰქონდეს ორმხრივი გაცვლა ადამიანურ და სხვადასხვა დონეზე. ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ვაწარმოოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა.

სამწუხაროდ, აგრეთვე არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს და იმ მოტივით, რომ საქართველოში არიან დევნილები და გარკვეული პრობლემები აქვთ, ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს და ამით ისინი აზარალებენ იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებიც თავისუფალი გადაადგილებით სარგებლობენ.

ეს არის უპასუხისმგებლო ქცევა.

ჩვენ შევეცდებით, რომ აღნიშნულს საქართველოში არსებულ სტრუქტურებთან ერთად სხვადახვა ზომის მიღებით შევეწინააღმდეგოთ. იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ, არ გვინდა, რომ ამით ისინი დავსაჯოთ”,-განაცხადა პასკალ მენიემ.


IPN.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031