გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: თუ „ჩინჩალაძე- მურუსიძის კლანს“ მხარს დავუჭერ, მოღალატე გავხდები

24-01-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ის უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე აპირებს ისაუბროს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით და იმ მოვლენებზე, რაც ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.


როგორც ფოფხაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს ერთი კონკრეტული მიზანი, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული ადამიანები მოხვდნენ და ყველა ამ მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს.


როგორც დეპუტატი აცხადებს, კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის.


„გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს, უზენაეს სასამართლოში უნდა იყვნენ წარმოდგენილი ღირსეული ადამიანები. არ შეიძლება სხვა მიმართულებით წავიდეთ და იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს. ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემს კოლეგებთან არგუმენტებით საუბარი ბოლომდე ვცადო. მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდი არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი და ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. „ჩინჩალაძე- მურუსიძის კლანის“ მხარდაჭერით გავხდები მოღალატე. მგონია, რომ ჩემი გუნდის, ხალხის ერთგული ვიქნები, თუ პრინციპულად დავიცავ სწორ პოზიციას“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031