გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელიამ უმრავლესობას მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები წარუდგინა

25-01-2019

დღეს უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. სხდომაზე ეკა ბესელია კანონპროექტით მივიდა. მისი შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავების პროცესში უნდა გაიზარდოს პარლამენტის როლი. მისივე აზრით, მოსამართლეთა შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს წარსულში გამოტანილ განაჩენებთან დაკავშირებით.


„მოვედი კონკრეტული კანონპროექტით და მზად ვარ, რომ შინაარსობრივ ნაწილზე ვიმსჯელოთ. უზენაეს სასამართლოში, სადაც უკვე არიან პროფესიონალი მოსამართლეები, დამატებით, ახალი კადრების შემოსვლა გარედან უნდა მოხდეს და არა მხოლოდ - სისტემის შიგნიდან. ვფიქრობ, რომ დამატებით კრიტერიუმებად აუცილებლად უნდა შემოვიდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც არის კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები. ასეთი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების საკითხზე პარლამენტმა კონკრეტულად უნდა იმსჯელოს, - შეიძლება თუ არა, მათი გამწესება უზენაეს სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ - არა. ასევე, - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები. ეს ის დამატებითი კრიტერიუმებია, რომლითაც შეგვიძლია თავის დაზღვევა, რომ უზენაეს სასამართლოში არ მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომელთა მიმართაც იქნება კითხვები, ეჭვები და არ იქნება მაღალი სანდოობა. გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა, კომპრომისი ვეძებოთ და არ გავაღრმავოთ ეს კონფლიქტი. თუმცა, როგორც გითხარით, მე პოზიციას არ შევიცვლი. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. იმისთვის, რომ პარლამენტში არ გაჩნდეს ორი ვერსია, კონსენსუსი უნდა ვეძებოთ“ - თქვა ბესელიამ.


უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031