25-01-2019
უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავების პროცესში მმართველი გუნდი ურთიერთშეთანხმების პრინციპით ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, შეხვედრები და უმრავლესობის წევრთა მსჯელობა გუნდის
ერთიანობას საფრთხეს არ უქმნის და „ქართული ოცნების“ დაშლა არ მოხდება.
„არაერთი საინტერესო კრიტერიუმი და არგუმენტებია წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი გუნდის პოზიცია, კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ჩამოვაყალიბოთ. ყველას აქვს შესაძლებლობა, პოზიციები შეაჯერონ. არანაირი დაშლა არ მოხდება. ქართული ოცნება პარლამენტში 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებამდე, მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.