გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს აქვს წინსვლა თავის პოზიციებში

25-01-2019

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს აქვს წინსვლა თავის პოზიციებში“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევას.

მისი თქმით, უახლეს კვლევაში დასახელებულია მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები.

„კვლევაში პირდაპირ არის დასახელებული ის რეფორმები, რომელიც გაატარა მთავრობამ, ის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც გაატარა პარლამენტმა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის დამსახურებული შეფასება. რაც მთავარია, ეს არის ინდექსი, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები და ბიზნესმენები ინტერესდებიან და ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების უკეთ წარმოჩენას მსოფლიოში“ - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ამ შედეგით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი, 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031