გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკემბერში კომერციული ბანკების აქტივები 1,3 მილიარდი ლარით გაიზარდა

27-01-2019

მიმდინარე წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.3 მლრდ ლარით, ანუ 3.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.7 პროცენტით გაიზარდა) და 2019 წლის პირველი იანვრისათვის 39.7 მლრდ ლარს მიაღწია.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.


პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930