25-01-2018
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი ა.ო. "იდენტობა" ბესო დანელიას წინააღმდეგ. როგორც ბესო დანელიამ აღნიშნა, სასამართლო დარბაზში მომჩივარი მხარის წარმომადგენლები არ გამოცხადნენ და მათი მხრიდან სასამართლოს მხოლოდ ადვოკატი ესწრებოდა.
"კავკასიის პირდაპირ ეთერში მომხდარი დაპირისპირება ნამდვილად ატარებდა პროვოკაციულ ხასიათს. ჩემს მიერ მათი ჰომოსექსუალებად და მამათმავლებად მოხსენიება ნამდვილად არ უნდა ისჯებოდეს კანონით. იმიტომ რომ აღნიშნული სიტყვები პირდაპირ გახლავთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების განსმსაზღვრელი დასახელებები. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში მათ სწორედ ასე მოიხსენიებდნენ. უამრავ ლექსიკონში შეხვდებით ამ სიტყვების განმარტებას, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სიყვარულსა და მათ შორის სექსუალურ ურთიერთობას ნიშნავს"- განაცხადა ბესო დანელიამ.
როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება ადამიანი მიეცეს პასუხისგებაში მხოლოდ იმიტომ, რომ მან კონკრეტულ საგანსა თუ მოქმედებას საკუთარი სახელი დაარქვას.
"მე მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ თავიანთი იდეოლოგია განსაკუთრებით არასრულწლოვნებამდე ვერ მიიტანონ და თავს ვერ მოახვიანონ. ამისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, ვნახოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს"-განაცხადა ბესო დანელიამ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 15 თებერვალს გაიმართება, სადაც სასამართლოს წინაშე უკვე მოწმეები დაიკითხებიან.
19-12-2024
18-12-2024