გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

28-01-2019

„თელასის“ ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 11 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება მეტრო „რუსთაველი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, კოსტავას, ჭოველიძის, ხოშტარიას, გოგებაშვილის, კერესელიძის, ბელინსკის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ: მთაწმინდის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, ბესიკის, კირილე უკლებას, ყიფიანის, ბათუ კრავეიშვილის, ინგოროყვას, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ჭონქაძის და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლები.


11 საათიდან 14 საათამდე, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დმანისის, იუსტინე აბულაძის, მთავარანგელოზის, მახათას, კონსტანტინე ერისთავის და მეველეს ქუჩების დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს აკაკი ბაქრაძის მიხეილ თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 12 საათამდე კი ელექტრომომარაგება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, შმიდტის, ბურძგლას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031