გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: მოქალაქეებს, რომელთაც ვალები ჩამოეწერათ, შესაძლებლობა აქვთ, ოფიციალურად მიიღონ ხელფასი, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოვდივართ

29-01-2019

„მოქალაქეებს, რომელთაც ვალები ჩამოეწერათ, შესაძლებლობა აქვთ, ოფიციალურად მიიღონ ხელფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვდივართ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.


„უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩატარდა, უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტი იყო, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად წარმოადგინეს. მოგეხსენებათ, ეს პრობლემა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მოხსნა საპროცენტო განაკვეთების ზედა ჭერი და ბანკებს შესაძლებლობა მისცა, დაურეგულირებლად გაეცა კრედიტები. კატასტროფულად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო. ამან განაპირობა ის, რომ წლების მანძილზე დაგროვდა ამდენი ადამიანი, რომელთაც დაუგროვდათ ვალები, ეს არის 600 ათასი ადამიანი.


დღეს ეს მოსახლეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. გარდა იმისა, რომ ვალი ჩამოეწერათ, ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ოფიციალურად მიიღონ ხელფასი და დამსაქმებელს საშუალება ეძლევა, მას ანაზღაურება ჩაურიცხოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოვდივართ და, რა თქმა უნდა, ეს ასევე აისახება სარეიტინგო სააგენტოების რეიტინგებში ქვეყნის ადგილზე“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.


მან საბანკო სექტორის ახალ რეგულაციებზეც ისაუბრა.


„ამას აქვს ორი მხარე. ადრე ძალიან მარტივად ხდებოდა სესხების გაცემა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რა პრობლემებამდე მიგვიყვანა ამ სისტემამ. ეს სფერო აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და ამას მხოლოდ მკაცრი რეგულაციები და ჩარჩოები დაარეგულირებს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს გარკვეული დისკომფორტის მომტანი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს გარანტიას, რომ არ იქნება რაღაც ისეთი შოკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი რაღაც ვალებში ჩაეფლობა და იქნება ეს ყველაფერი დარეგულირებული“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031