გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარლ ჰარცელი: ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც დღესაა

29-01-2019

ბრიტანული ჟურნალის „THE ECONOMIST“-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კარლ ჰარცელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გადადგმული ღონისძიებები.


„ევროკავშირთან ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ის დღესდღეობითაა. აღნიშნული დასტურდება იმ რეფორმებით და წარმატებებით, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლებში. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაში“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.


ღონისძიების პანელის საპატიო სტუმრის განცხადებით, საქართველოს პოტენციალის სრული გამოყენებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ინკლუზიურობის ზრდა ეკონომიკაში მნიშვნელოვანია. კარლ ჰარცელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობასა და მის დადებით ეფექტზე ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით.


„DCFTA ამბიციური შეთანხმებაა. ეს არის ხერხემალი რეფორმებისა, რომელიც არ არის მხოლოდ ორმხრივი ფორმატი, ის ასევე სახავს ოქროს სტანდარტს მსოფლიო ვაჭრობისთვის, რაც საქართველოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიოს ამა თუ იმ ბაზარზე წვდომისთვის“ - განაცხადა ელჩმა.


როგორ კარლ ჰარცელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 2018 წელს ევროკავშირის მხარემ საქართველოსთან რეკორდული რაოდენობის კონტრაქტი გააფორმა, მნიშვნელოვნად იმატა ვაჭრობის მოცულობამ და ტურისტულმა ნაკადებმა ევროპიდან. ელჩმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრიორიტეტული იქნება ისეთი კლასტერული მიმართულებების ხელშეწყობა, როგორიცაა საშუალო და მცირე ბიზნესი, ტურიზმი, პროფესიული განათლება და ტრეინინგები, ასევე, ავეჯის წარმოება, ინტერიერის დიზაინი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ორგანული თესლები და ა.შ.


ევროკავშირის ელჩის განცხადებით, აღნიშნულ და სხვა მნიშვნელოვან ვაჭრობის საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციები ამით არ დასრულებულა. ევროკავშირის კომისარის, სესილია მალმსტრომის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, საუბრები და კონსულტაციები ისევ გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930