გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მანქანების ძარცვის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

29-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნულ ქუჩაზე 3 მსუბუქი ავტომანქანა გაქურდა. სამართალდამცველებმა ს.ს. თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.


ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031