30-01-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვის უბნის დასახლების, როინიშვილის და ანაპის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 11 საათამდე იყალთოს მთის, ბახტრიონის და ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას II კვარტლის, გურიელის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლები.