გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: მიუხედავად ტენდენციურობისა, ყველა კვლევა საყურადღებოა ჩემთვის

30-01-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრიხუნდაძე NDI -ს კვლევებს აფასებს და აცხადებს, რომ კვლევის შედეგებში ურთიერთგამომრიცხავი პასუხებია და ეს იწვევს ეჭვს.


დეპუტატი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს სხვა ფაქტორებთან ერთად, იმ ნეგატიურ მედია-პროპაგანდასაც უკავშირებს, რაც ყოველდღიურად მიეწოდება მოსახლეობას:


„საზოგადოებრივი აზრის კვლევა ყოველთვის ასახავს საზოგადოების განწყობას ამათუიმ საკითხის მიმართ. საზოგადოების განწყობას კი საქართველოში ძირითადად ქმნიან პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალებები - ტელევიზიები, საიდანაც ყოველდღიურად დიდი ნეგატივი მიეწოდება ხალხს. ბუნებრივია, ეს ნეგატივი კვლევის სახით უკან გვიბრუნდება. მე არ ვამბობ რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი, მოსახლეობა პირადად აღიქვამს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ მათ განწყობებზე. რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, თუკი შედეგებს დავაკვირდებით, ვიპოვით ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს. მაგალითად, მოსახლეობის 41% მთავრობისმუშაობას დადებითად აფასებს, თითქმის იგივე პროცენტი ამბობს, რომ მთავრობა კორუმპირებულია, ესე იგი, გამოდის, რომ ხალხს კორუმპირებული მთავრობა მოსწონს? ან კიდევ, ამ კვლევის თანახმად, მთავრობის რეიტინგი ორჯერ აღემატება მმართველი პარტიის რეიტინგს, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მთავრობის ხელმძღვანელობა სწორედ რომ მმართველი პარტიაა. ზოგადად, მთავრობის 41%-იანი მაჩვენებელი ცუდი არ არის. მსგავსი შედეგი შეიძლება ევროპის ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში დაიდოს იქედან გამომდინარე, რომ ხალხი ყველგან კრიტიკული და მომთხოვნია ხელისუფლების მიმართ, რაც კარგია. ხოლო გამოკითხულთა 36%, რომელთათვის არც ერთი პარტიაა მისაღები, ეს ჩვეულებრივი და ანალოგიურია ნებისმიერ სახელმწიფოში. ამას სოციოლოგები თავისუფალ ველს უწოდებენ და სწორედ ამ გაურკვეველ ფენაზე მუშაობს ყველა პარტია არჩევნების პერიოდში. რაც შეეხება მაჟორიტარების ცნობადობასთან დაკავშირებულ საკითხს, მიჩნდება კითხვა, როგორ აირჩიეს მაჟორიტარები, თუკი არ იცნობდნენ მას? ეს ზედმეტად არადამაჯერებელია. თუმცა, ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ამ კვლევის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ხალხის შეფასებები ზოგ შემთხვევაში ადეკვატურია პროცესების მიმართ. ზოგადად, პოლიტიკური კვლევების მიმართ საქართველოში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ის კულტურა, რომ სოციოლოგიური კვლევები გავათავისუფლოთ პირადი ინტერესებისგან. საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვთვლი, რომ ის ადგილობრივი ორგანიზაციები, ვინც უშუალოდ ატარებს კვლევებს, პირად პოლიტიკურ ინტერესებს დებენ. თუმცა, მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი კვლევა, როგორი ტენდენციურიც არ უნდა იყოს, ჩემთვისსაინტერესო და საყურადღებოა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30