გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ახალი სამეცნიერო ჟურნალი „Georgian Science“ გამოვა

30-01-2019

„ქართველი მეცნიერებისთვის ახალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „Georgian Science“ გამოიცემა,“ – ამის შესახებ დღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ახალი რეცენზირებადი ელექტრონული (Open data, Open science) სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) ხელს შეუწყობს ქართული სამეცნიერო პროდუქტი საერთაშორისო სივრცისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები ცნობილ ქართველ მეცნიერებთან ერთად საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე უცხოელებიც იქნებიან. გამოცემა ოთხ ძირითად სამეცნიერო მიმართულებას მოიცავს და წელიწადში ერთხელ ოთხ თემატურ ნაწილად გამოიცემა. 

"ახალი ჟურნალი ქართველ მეცნიერებს იმ პრობლემას გადაუჭრის, რომელიც უცხოურ ჟურნალებში მათ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებისას სიძვირის გამო ჰქონდათ. 

განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში ქართველი მეცნიერების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაცია სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს"-აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930