გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

30-01-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა ლიზიკო ქავთარაძის, აგარის, აფხაზეთის, სალხინოს, სამურზაყანოს და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), შატბერაშვილის, მარაბდის, რამაზ შენგელიას, ქობულეთის, ნუცა ღოღობერიძის, კეკელიძის, მარუხის გმირთა, შროშის, ნინო ჟვანიას, მცხეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, ივერთუბნის, ნიკოლოზ აგიაშვილის, მახათას აღმართის, ხუდადოვის, ზაქარია ჯორჯაძის, გურამ გაბისკირიას, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, დურმიშიძის, ვალერიან კანდელაკის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, რეხის, ნატო გაბუნიას, თამარ და აკაკი პაპავების, ბარაკონის და ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 12 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლები, 12 საათიდან 13 საათამდე ბუხაიძის, დოქის და ჩაისუბნის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე დაბა კიკეთის, კოჯრის, ბეთანიის და დიდგორის მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 14 საათამდე ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, აფხაზეთის და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ალმასიანის, შმიდტის, საირმის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 10:30 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შავგულიძის, ნაფეტვრების, პეტრე ქავთარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, ნადირაძის, იოსელიანის, შალვა ნუცუბიძის, შავიშვილის, დავით თავხელიძის, თოფურიას, ფხაკაძის, ანა პოლიტკოვსკაიას, უნივერსიტეტის, საბურთალოს, ცინცაძის, გამრეკელის, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 11 საათამდე კი იოსელიანის, ახალშენის, ჭიათურის, ბალანჩივაძის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეეზღუდება ენერგომომარაგება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ბოჭორიშვილის, ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.


ამასთან, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული ქსელის განვითარების სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე კი სოფელი გლდანის, მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930