გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა-დაკავებულია ერთი პირი

31-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.მ. დააკავეს.


დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031