გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: ეკონომიკის ზრდა მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს უკავშირდება

31-01-2019

„საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ცხადყობს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ზრდის ტენდენციის შენარჩუნდება შეიძლება დავუკავშიროთ იმ ეკონომიკურ ინიციატივებს, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძე 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას.


„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.6 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტს, მეორე კვარტლის 5.6 პროცენტს, მესამე კვარტლის 3.7 პროცენტს, მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდა 4.8 პროცენტს, ხოლო 2018 წლის საშუალო ზრდა 4.8 პროცენტს შეადგენს.


ოთარ ანგურიძის განცხადებით, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 4.8 პროცენტის ფარგლებში მოცემულ ვითარებაში საკმაოდ პოზიტიური ტენდეციის მაჩვენებლია. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ ძირითადი ზრდა ფიქსირდება დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და სხვა. აქედან, მნიშვნელოვანია რომ ექსპორტი არის გაზრდილი 22.9%-ით და შეადგინა 3.36 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14.9%-ით და შეადგინა 9.1%. მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 12,48 მლრდ აშშ დოლარი.


თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 10.2%-ით ზრდა, რომელმაც შეადგინა 7,6 მლრდ ლარი. მისი თქმით, ასევე მთლიანობაში გაზრდილია საბიუჯეტო შემოსავლებიც და შეადგინა 10,6 მლრდ ლარი, ხოლო საბიუჯეტო ხარჯებმა კი - 9.5 მლრდ ლარი, ხოლო საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვებაც ასევე გაიზარდა და გადააჭარბა 2 მლრდ ლარს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930