31-01-2019
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მუდმივად ხორციელდება.
თბილისში, სააგენტოს ზედამხედველობითა და ჩართულობით, მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
სეს-ის ინფორმაციით, კველევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს“ - წერია სააგენტოს განცხადებაში.