გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის

31-01-2019

საპრლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლლის მიხედვითაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთს კომპენსაცია დააკისრა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის და ვისაც მეტი ძალა აქვს, იმას ყველაფერი არ გაუვა.


„იუსტიციის სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია და ეს მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დაასრულა, რისთვისაც მადლობას იმსახურებს“ - განაცხადა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.


დიდ პალატაში ეს გადაწყვეტილება 16 ხმით, ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031