გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2018 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.6% შეადგინა

1-02-2019

2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.6 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფრომაციით, დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ. 2018 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტის 14.0 - პროცენტით გაიზარდა და 328.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.


იმპორტი შემცირდა 2.7 პროცენტით და 816.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სამინისტროს ინფორაციით, 2018 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3.4 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 22.9 პროცენტით გაიზარდა.


2018 წლის დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 7.2 პროცენტით (13.4 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 199.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს 3.2 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 18.4 პროცენტით გაიზარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031