1-02-2019
ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სპეციალური ჯგუფი იწყებს მუშაობას. ინფრორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მათიკაშვილის თქმით, ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა და იქ, სადაც არსებობს გამოწვევა და პრობლემები, ცვლილებები განხორციელდეს.
დეპუტატის ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხებით დაკავდება სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში არიან დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.