გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის მერია თბილისის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს

3-02-2019

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს.
ამ ეტაპზე სამონტაჟო სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.). დასრულდა.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები ანტიკოროზიული საღებავით დაიფარა, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.


დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გალაქტიონ ბუაძესთან ერთად დაათვალიერა.


„ამ ტერიტორიაზე განხორციელდა სამუშაოები - ქვათა ცვენისგან დამცავი ბადეები გაკეთდა. პირველ რიგში, კლდე მთლიანად ჩამოსუფთავდა, რადგან ჩამონგრევის და გარკვეული ზიანის მოტანის საშიშროება არსებობდა. მსგავსი სამუშაოები არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილზე განხორციელდა, არამედ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ დამცავი ბადეების დამონტაჟებას ვაგრძელებთ, რომ ქალაქში უსაფრთხოება დაცული იყოს. სამწუხაროდ, მსგავსი ადგილი ბევრი გვაქვს და მათ მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს თანამედროვე მიდგომები, რომელიც აღნიშნულ პროექტებზე გამოყენებულ იქნა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


მერიის ინფორმაციითვე, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს კიდევ რამდენიმე მისამართზე დაამონტაჟებს.


სამონტაჟო სამუშაოები თბილისის შპს „მანგიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 855 000 ლარი დაიხარჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930