გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე იმსჯელებენ

4-02-2019

დღეს ჯანდაცვის კომიტეტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტზე იმსჯელებს.


„ჩვენ ფუნდამენტურად ვცვლით შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ნეგატიური წინაპირობები ჰქონდა ამ ყველაფერს და დავამუშავეთ კანონი. პრაქტიკულად მოვიცავით ყველა ევრორეგულაცია, რომელიც ამ სფეროში ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გვქონდა დაკისრებული. ეტაპობრივად იწყება შრომის უსაფრთხოების სისტემის სტანდარტების დანერგვა საქართველოში და ეს გარკვეულ ინსტიტუციურ მექანიზმებსაც გულისხმობს. კონტროლის მექანიზმები იქნება, რაც კანონში წერია, შრომის ინსპექციისათვის იყოს აღსრულებადი.


ასევე, მთავრობას დაევალება ამ კანონის მიხედვით, რომ მალ-მალე წლის განმავლობაში წარადგინოს საკანონმდებლო ჩარჩო, როგორ უნდა მოხდეს შრომის უსაფრთხოების და შრომის ძლიერი ინსპექციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მაღალი სტანდარტის და უზრუნველყოფს შრომით უფლებების დაცვას ქვეყანაში. საუბარია, რომ უნდა გაკეთდეს მაღალი სტანდარტის. ეს იქნება სსიპ-ი მთავრობის დაქვემდებარებაში თუ მინისტრის, ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


კანონპროექტის მიზანია, იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.



Imedinews

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930