გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთის გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

4-02-2019

ქუთაისში იმერეთის გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლები სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. ისინი გარემოს დაბინძურების საფრთხეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მშენებლობამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.


აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.


„ქუთაისიდან წაიღეს პარლამენტი და სანაცვლოდ, აშენებენ ნაგავსაყრელს. მივმართავ ქუთაისელებს, ნუ გგონიათ, რომ ეს ნაგავსაყრელი მხოლოდ სამ სოფელს შეუქმნის პრობლემას, ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება ქუთაისს”– აცხადებს გოგი წულაია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031