4-02-2019
დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარება უნდა გააგრძელოს და არ დაუშვას დემოკრატიის უკუსვლა.
„როდესაც ევროპის სხვა ნაწილებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი. თუ არ არსებობს მყარი, ფუნდამენტური თავდადება დემოკრატიის შენარჩუნების მიმართ, ის შეიძლება დასუსტდეს, გაუარესდეს. ამას ევროპის სხვა ქვეყნებში ვხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ, იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში ეს ესმით. მათ ესმით, რომ ოპოზიციის პატივისცემა და არჩევნების შედეგების პატივისცემა, ის საყრდენი ფუნდამენტია, რომელზეც დემოკრატიულ ინსიტუტებს ვაშენებთ... და პატივს ვცემთ დემოკრატიულ არჩევანს, მაშინაც კი როცა ის არ მოგვწონს“, - განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.