გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

4-02-2019

„პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.


ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს” ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ი, 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.


ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.


ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს“, საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.


„პეის ჯგუფის“ ინფორმაციით, ტერმინალი მდებარეობს ფოთის ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე, ე.წ. ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, რომელიც „პეის ჯგუფმა“ შეიძინა 2013 წელს. პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ გამოიყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930