გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის

4-02-2019



ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას, რომელიც უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა, პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის.


უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის გარდა მისი მოწინააღმდეგეებს შორის რამდენიმე თანაგუნდელიცაა, მათ შორის ეკა ბესელია.


„რეგლამენტის თანახმად ვადები, რომლითაც კანდიდატურის წარდგენა სურთ, პროცედურული დაღვევით მოხდება. აუცილებელია, კანონი ყველამ დაიცვას. მისი წარდგენის ვადა იანვარში ამოიწურა, ესეც რომ არა ჩემთვის და ჩემ თანაგუნდელთათვის, მართლმსაჯულების სისტემასთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილის შეხედულებები მიუღებელია. ასევე, არ მოგვისმენია მისგან არცერთი კრიტიკული განცხადება იმ ათკაციან სიასთან დაკავშირებით. პირიქით, ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებით საჯაროდ და პირდაპირ გამოდიოდა. ასე რომ აქ მთავარია მისი პოზიცია და დამოკიდებულება საკითხებისადმი და არავითარ შემთხვევაში რაიმე პირადული“ - აცხადებს ეკა ბესელია.


ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031