გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში თეა წულუკიანსა და ლევან დავითაშვილსა მარტში მოუსმენენ

4-02-2019

ყველა მინისტრი პარლამენტის წინაშე ბიუროს მიერ დამტკიცებულ ვადაში წარდგება და სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.


„ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით გარკვეული სიახლეები გვექნება. პირველ რიგში, ეს ეხება „მინისტრის საათს“. მიმდინარე კვირაში პარლამენტის წინაშე წარდგებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ხოლო მარტში სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის მინისტრები. ეს ახალი რეგულაცია „მინისტრის საათის“ სახელით გულისხმობს, რომ ყველა მინისტრი პარლამენტის წინაშე ბიუროს მიერ დამტკიცებულ ვადაში წარდგება და სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრებს“, – განაცხადა კახიანმა.


მისივე თქმით, დეპუტატები მინისტრებს კითხვებს დაუსვამენ და პოლიტიკური დებატები გაიმართება.


პარლამენტში მიმდინარე კვირაში ორ მინისტრს მოუსმენენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 7 თებერვალს წარდგება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი, 8 თებერვალს.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031