გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყარაჯალაში 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

5-02-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამი დღის წინ მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანობის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საცხოვრებელი სახლის გადაწვით იმუქრებიან.


შემთხვევა პირველ თებერვალს ყარაჯალაში, მეჩეთის წინ საღამოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელმა 19 წლის ახალგაზრდა მოკლა. გარდაცვლილის ახლობლები მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებენ.


მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031