5-02-2019
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, სკვერის ტერიტორიაზე, Gulf-ის ბენზინგასამართ სადგურთან, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
თვითმხილველების თქმით, სროლამდე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მათივე განმარტებით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.