გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე გედევან ფოფხაძის შესახებ: ვისაც გუნდის დატოვება უნდა კარი ღიაა

5-02-2019

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.


თბილისის მერი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ როცა გუნდის წევრებთან აზრის შეჯერება მოხდება, განსხვავებული პოზიციის გამოვლენა არასწორია.
მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ვისაც წასვლა უნდა ყველასთვის კარი ღიაა.


„პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს და ეს არის მნიშვნელოვანი, სხვანაირად შეუძლებელია. ერთ კონკრეტულ თემაზე ერთნაირი მოსაზრება პარტიაში მყოფ ადამიანებს ვერ ექნება. ცხადია, მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე გუნდში უნდა მოხდეს, მაგრამ როდესაც მოხდება შეჯერება პარტიის შიგნით, ამის შემდეგ განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირება მე არასწორად მიმაჩნია და ეს გუნდის რღვევას უწყობს ხელს. ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია და შეუძლიათ დატოვონ გუნდი“- განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031