5-02-2019
კომპანია ,,თელასის“ ინფორმციით სხვადასხვა სამუშაოების მიმდინარეობის გამო თბილისის მაცხოვრებელთა ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.კომპანია ,,თელასის“ ინფორმციით სხვადასხვა სამუშაოების მიმდინარეობის გამო თბილისის მაცხოვრებელთა ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კონკრეტულად, გადაუდებელი სამუშაოების გამო შეზღუდვა, 11 საათიდან 16 საათამდე გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, მაგნიტოგორსკის, აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VI, IX კვარტლების, ჯავახეთის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ომარ ხიზანიშვილის და გელა ჭედიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიას დაბა კოჯრის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, შოვის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგია წყნეთის გზატკეცილის, ბაგების სტუდქალაქის, კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) ტოლენჯის, წალენჯიხის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.