გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, გამოთქვან საკუთარი პოზიციები

6-02-2019

ჩვენთვის გუნდურობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პარტიის თითოეულ წევრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ გუნდის მეშვეობით, ჩვენ არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდურობის პრინციპის დაცვით, კიდევ ბევრჯერჩვენს საზოგადოებასთან ერთად, მოვიპოვოთ გამარჯვება. რაც შეეხება კონკრეტული პირების განცხადებებს, - ეს მათი პოზიციაა, როგორ გააჟღერეებენ. პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ აქამდე მოვიტანეთ, გუნდმა ერთად გავაგრძელოთ“ - აღნიშნა ოხანაშვილმა.


მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი გუნდის ყველა წევრს აძლევს პოზიციის დაფიქსირების საშუალებას.


პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, გამოთქვან საკუთარი პოზიციები და ძალიან ღირსეულად, დემოკრატიულად, აზრთა გაცვლის საფუძველზე, მივიდეთ კონსენსუსამდე“ - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031