6-02-2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ. გ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებული ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი საფლავიდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა.
ფაქტზე, გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.