გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნესტან ლონდარიძე: შალვა თადუმაძესთან დავაფიქსირეთ, რომ არც ერთი პროკურორი არ გვაყენებს საქმის კურსში

6-02-2019

შეხვედრის დაგვიანების თაობაზე პროკურატურაში აღნიშნეს, რომ საქმის განმხილველ პროკურორებს არ ეცალათ, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ გენერალურ პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, შედგება მთავარი პროკურორის მონაწილეობით შეხვედრა საქმის პროკურორებთან, სადაც ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.


"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არის კომუნიკაციის ნაკლებობა პროკურატურასთან. არც ერთი პროკურორი არ გვაყენებს საქმის კურსში. სწორედ ეს დავაფიქსირეთ შალვა თადუმაძესთან.


გარკვეული ინფორმაცია მან არ იცოდა და ეს არც დაუმალავს. აღნიშნა, რომ მოიკითხავს ამ ინფორმაციას და შევთანხმდით, რომ სამშაბათს, 12 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გაიმართოს შეხვედრა. მას დაესწრებიან როგორც ძირითადი საქმის, ასევე მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის პროკურორები. რაც შეეხება შეხვედრის დაგვიანებას, მათ აღნიშნეს, რომ საქმის განმხილველ პროკურორებს არ ეცალათ", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031