7-02-2019
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, გიზო ბოჭორიშვილი მოკლეს. გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრი იყო და პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ ჩავიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 45 წლის მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და ის, სავარაუდოდ, მოკლულია.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, ვარშავის სასტუმროში მოხდა. მათივე თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა და სავარაუდოდ, მკვლელი ქართველია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება პოლონეთში საქართველოს საელჩოში გუშინ შევიდა. უწყებაში ამბობენ, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყეს.