7-02-2019
კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ინციდენტი მოხდა. შელაპარაკების შედეგად, ემოციური ფონის გამო
, ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ინფორმაციით, წვევამდელი ამბობს, რომ სხვა წვევამდელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
20 წლის ჯარისკაცი თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს, მაგრამ მკურანლობა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმის განცხადებით, წვევამდელს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.